უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი, რომელმაც ოდესის პორტი 1 აგვისტოს დატოვა, სტამბოლში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი, სიმინდით დატვირთული გემი Razoni, რომელიც გუშინ ოდესის პორტიდან დაიძრა, უკვე ბოსფორის სრუტეშია“, – აცხადებენ უწყებაში.
კომენტარები
