უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინისთვის, ყირიმის დაბრუნების საკითხი უკანა პლანზე არასდროს გადაიწევს.
„ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს: რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა რთულად განვითარდეს მოვლენები, ჩვენ ყოველთვის სტრატეგიულად უნდა ვიფიქროთ. დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ მოვახდენთ ტერიტორიების დეოკუპაციას. ისტორიაში არ იარსებებს ისეთი მომენტი, როდესაც ყირიმის საკითხი, ან ლისიჩანსკის საკითხი, ან რომელიმე სხვა ქალაქის საკითხი, რომელიც ამჟამად, დროებით არის ოკუპირებული, უკანა პლანზე გადაიწევს“, – აცხადებს დმიტრო კულება.
2014 წლიდან, ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერაა ანექსირებული.
კომენტარები
