„ტერორისტებსა და რუსეთს შორის ერთადერთი განსხვავებაა – პირველები პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთ ქმედებებზე, მაშინ, როცა რუსეთს არ აქვს ამის გამბედაობა და აქვს სითავხედე, რომ თავისი დანაშაულები სხვებს დააბრალოს – სხვა ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულები არავინ არ უნდა დაივიწყოს.
„დღეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის 161-ე დღეა. მსოფლიო ყოველდღე შოკირებულია ცნობებით ახალი რუსული დანაშაულების შესახებ. ეს [ომი] არ უნდა გახდეს ჩვეულებრივი მოვლენა მსოფლიოსთვის“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
კომენტარები
