უკრაინული ჯარი სკოლებსა და საავადმყოფოებში შეიარაღების განთავსებით და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს, – ამის შესახებ უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის მოხსენებაშია აღნიშნული.
„დავაფიქსირეთ შემთხვევები, როდესაც უკრაინული ჯარი არღვევდა სამხედრო სამართლის ნორმებს… თავდაცვის პოზიციაში ყოფნა არ ათავისუფლებს უკრაინელ სამხედროებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის ვალდებულებისგან“, – აცხადებს ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანიეს კალამარი.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ უკრაინული ძალები „აყენებდნენ ზიანს მშვიდობიან მოსახლეობას, როცა იყენებდნენ შეიარაღების სისტემებს დასახლებულ პუნქტებში, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში“.
კომენტარები
