უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ დიპლომატმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
„პრეზიდენტი ზელენსკი აბსოლუტურად მართალია ამას რომ მოითხოვს. რუსების უმეტესობა მხარს უჭერს ომს უკრაინაში. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების კვეთის უფლება, ვიდრე არ ისწავლიან მათ პატივისცემას“, – წერს კულება.
დასავლეთს რუსებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებისკენ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს მოუწოდა. მომდევნო დღეს, რუსებისთვის ყველა ტიპის ვიზის გაცემის შეჩერებას მხარი დაუჭირეს ესტონეთისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებმა.
I call on all EU and G7 states to stop issuing visas to Russians. President @ZelenskyyUa is absolutely right to insist on this. Russians overwhelmingly support the war on Ukraine. They must be deprived of the right to cross international borders until they learn to respect them.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) August 10, 2022
