ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მასობრივი პროტესტის შემთხვევაში ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მათ შორის შენობების აღება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ სიტუაციას, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„მთავარია ამის გააზრება საზოგადოებაში, რომ ის შენობა ბიძინას კი არ ეკუთვნის არამედ ხალხს ეკუთვნის და ამ შემთხვევაში პრობლემა არ არის იქ შევიდნენ და წიხლებით გამოყარონ ვინც იქ არიან. ოპოზიცია თუ ისე გააგრძელებს როგორც დღეს იქცევა, 2024 წელსაც ვერაფერს ვერ ცდის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
კომენტარები