ნიდერლანდებში, სოფელ ტერ-აპელში, თავშესაფრის მაძიებელთა მთავარ მიმღებ ცენტრში, 3 თვის ბავშვი გარდაიცვალა, – ამის შესახებ BBC წერს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ბავშვი ოთხშაბათს დილით, იმ სპორტულ დარბაზში გარდაიცვალა, რომელიც გადაუდებელ თავშესაფრად გამოიყენება.
„სამწუხაროდ, სამედიცინო დახმარებამ უშედეგოდ ჩაიარა”, – აღნიშნულია ქვეყნის ჯანდაცვისა და ახალგაზრდობის საკითხთა ინსპექციის განცხადებაში.
ბავშვის სახელი, სქესი და ეროვნება ჯერ არ საჯაროვდება.
როგორც BBC წერს, ნიდერლანდებში თავშესაფრების მწვავე დეფიციტია.
კომენტარები