“არ შეიძლება მოდუნება, არ შეიძლება კონფლიქტის გაყინვა და არ შეიძლება იმის თქმა, რომ მოვიცადოთ ერთი, ორი, სამი წელი და დავიწყოთ საუბარი. ეს ყოველივე ჩვენი სისუსტე იქნება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ინიციატივა ენერგეტიკული რისკებით, გათბობის სეზონით, ატომური შანტაჟით, შავი ზღვის ბლოკადით, შიმშილით და ა.შ.
ბევრმა ქვეყანამ ამ ყველაფრის გამო შეიძლება ინიციატივა დაკარგოს. უკრაინას არ აქვს უფლება დაკარგოს ინიციატივა და არ უნდა დაუშვას, რომ ევროპამ დაკარგოს ინიციატივა. ამ ომში ჩვენი გამარჯვება არის დიდი ერთობა და ამ ინიციატივის დაკარგვის შეუძლებლობა”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კომენტარები