ათასობით ადამიანს, რომლებიც პაკისტანში, წყალდიდობის საფრთხის ქვეშ მყოფ რაიონებში ცხოვრობს, ევაკუაციისკენ მოუწოდეს, – ამის შესახებ BBC წერს.
ქვეყნის ზოგიერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ყველაზე მეტად, ძლიერი წვიმებით სამხრეთ პაკისტანი დაზარალდა – განსაკუთრებით, სინდის პროვინცია, სადაც თითქმის რვაჯერ მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე აგვისტოს საშუალო მაჩვენებელია. შედეგად, ადიდებულია მდინარეები.
სტიქიას თითქმის 1 000 ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები
