სტატისტიკური მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, დიდ ბრიტანეთში ჩასული ათი უკრაინელი ლტოლვილიდან ოთხი უკვე დასაქმდა.
აპრილში, დიდ ბრიტანეთში მყოფი უკრაინის მოქალაქეების 9% იყო დასაქმებული, აგვისტოს დასაწყისში კი ეს მაჩვენებელი 42%-მდე გაიზარდა.
20 ივლისიდან 4 აგვისტომდე პერიოდში, 1132 უკრაინელი ქალი და მამაკაცი გამოიკითხა.
ზოგადად, უკრაინიდან დიდ ბრიტანეთში ორი პროგრამის ფარგლებში [ოჯახთან გაერთიანება და სახლი უკრაინელებისთვის] 100 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა.
კომენტარები