უკრაინული მარცვლეული აფრიკაში ჩავიდა – ომის დაწყების შემდეგ მარცვლეულის პირველი პარტია უკვე ჯიბუტის პორტშია. ამის შესახებ Twitter-ზე გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ბისლი წერს.
გემმა MV Brave Commander-მა ჯიბუტიში 23 ტონა ხორბალი ჩაიტანა, რომელიც გამოყენებული იქნება გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ჰუმანიტარული დახმარებისთვის რეგიონში, სადაც შიმშილი 20 მილიონზე მეტ ადამიანს ემუქრება.

კომენტარები
