არ ვიცი რატომ გააკეთა ეს პრეზიდენტმა. ეს თვითონ უნდა განმარტოს. საერთოდ როცა პოზიციას აირჩევ, თანმიმდევრული უნდა იყო და ბოლომდე გეჭიროს შენი პოზიცია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„თუ ჩვენი მხრიდან რაიმე მხარდაჭერა, დახმარება, კოორდინაციაა საჭირო, ჩვენ მზად ვართ, რომ გავამხნეოთ მისი პოზიცია. არ შეცვალოს ხოლმე პოზიცია. ზოგადად ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კომპრომისების ენა არ ჭრის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძე.
კანადაში საქართველოს ელჩად კახა იმნაძე დაინიშნა, გაეროში მისი შემცვლელი კი აშშ-ში ყოფილი ელჩი დავით ბაქრაძე იქნება. შესაბამის წარდგინებებს სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა ხელი. მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნა კვლავ არ მიაჩნია მიზანშეწონილად.