საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე უკრაინის მოქალაქეებისთვის გაცემულ რუსულ პასპორტებს.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ არ ვაღიარებთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემულ პასპორტებს“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის მოსახლეობის იძულებით პასპორტიზაციას.
კომენტარები
