ძალიან სამწუხაროა, რომს აქართველოს მთავრობას მოუწია კონსტიტუციური სარჩელის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, კომპეტენციის განმარტებისა და განსაზღვრისათვის. ეს სარჩელი თავის მოთხოვნაში არ ითვალისწინებს რაიმე ე.წ. სანქციის დაწესებას ან რაიმე იძულებითი ღონისძიების გატარებას. სარჩელი ითვალისწინებს კომპეტენციის კიდევ უფრო მკაფიოდ განსაზღვრას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას ის, რაც ისედაც საკონსტიტუციო პრინციპია. თქვას ის, რაც ისედაც პრეზიდენტის კომპეტენციის ფარგლებად ისედაც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„აქედან გამომდინარე ის ამბავი, რომ პრეზიდენტის უფლება-მოსილებაში ელჩების დანიშვნაზე ხელმოწერა, ეს არ სის მიდი ექსკლუზიური დისკრეციაა და წარდგენის შემთხვევაში ეს არის ფორმალური მხარე. ეს საქართველოს მოწყობის მსგავს ქვეყნებში ყველგან გაითავისეს და სამწუხაროდ მხოლოდ ჩვენთან ვერ იქნა გათავისებული. ამის დაკონკრეტება მოუწია სარჩელში მთავრობას. დღეს საქართველოს პრეზიდენტი მოიქცა სწორად. უნდა მოეწერა ხელი და მოაწერა. სწორი და კანონიერი მოქმედება დღეს მონათლული იქნა ოპონენტების მხრიდან, როგორც რაღაც იძულება და ა.შ.“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.