რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სსრკ-ს გარდაცვლილ პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვს მორგში გამოეთხოვა. ის ვერ შეძლებს დაკრძალვაზე დასწრებას, ვინაიდან კალინინის ოლქში გაფრინდა სამუშაო გრაფიკის შესაბამისად. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
გორბაჩოვთან დამშვიდობების ცერემონია 3 სექტემბერს გაიმართება, მოსკოვში, კავშირების სახლის სვეტებიან დარბაზში. პესკოვის თქმით, ცერემონიაზე იქნება „სახელმწიფო დაკრძალვის ელემენტები“, კერძოდ – საპატიო ყარაული. გორბაჩოვის ფონდმა დააზუსტა, რომ დარბაზში ყველა მსურველი თავისუფლად დაიშვება.
გორბაჩოვის დაკრძალვა იმავე დღეს გაიმართება ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, სადაც დაკრძალულია მისი მეუღლე – რაისა.
კომენტარები