საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ის მხოლოდ საქართველოს აგენტია.
“მე ვარ საქართველოს აგენტი შეერთებულ შტატებშიც, თბილისშიც, ქუთაისშიც, ბრიუსელშიც და ა.შ. საქართველოს წარმომადგენელი ვარ, ვინ მგონია, რომ საქართველოსთვის არის ყველაზე სასურველი და ძლიერი პარტნიორი? – ეს არის შეერთებული შტატები და ევროპა. ამის აგენტი ვარ მე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის აგენტებიც კი ვერ არიან და იმათი აგენტები არიან ვინც იმ წუთში ფულს უხდით ან სამსახურში მოაწყოთ,“- აცხადებს პარლამენტის წევრი დავით უსუფაშვილი.
კომენტარები