პაკისტანში, წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 57-ით გაიზარდა. დაღუპულთა შორის 25 ბავშვია.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სტიქიამ ქვეყანაში 1 265 ადამიანი იმსხვერპლა.
სტიქიური უბედურების ზონიდან ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. წინასწარი შეფასებით, წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი 10 მილიარდ დოლარს აღემატება.
კომენტარები