რუსეთს სურს გაანადგუროს ყველა ევროპელის ნორმალური ცხოვრება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“რუსეთს სურს გაანადგუროს ყველა ევროპელის ნორმალური ცხოვრება – ჩვენი კონტინენტის ყველა ქვეყანაში. მას სურს, დაასუსტოს და დააშინოს მთელი ევროპა, ყველა სახელმწიფო. სადაც რუსეთი ამას ჩვეულებრივი იარაღით ვერ ახერხებს, ამას ენერგეტიკული იარაღით აკეთებს. ის ცდილობს, დარტყმა მოახდინოს სიღარიბით და პოლიტიკური ქაოსით, სადაც ჯერ კიდევ არ შეუძლია დარტყმის განხორციელება რაკეტებით. რუსეთისგან დასაცავად საჭიროა მეტი ერთიანობა, მეტი კოორდინაცია და ერთმანეთის უფრო მეტად დახმარება. ამ ზამთარს რუსეთი ემზადება ყველა ევროპელზე გადამწყვეტი ენერგეტიკული დარტყმისთვის, თუმცა რაც უფრო მეტ დარტყმას მივაყენებთ ერთად, მით უფრო ნაკლებ დარტყმას შეძლებენ ეს ტერორისტები”, – განაცხადა ზელენსკიმ.