ხვალიდან თბილისში ორ დღიანი საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!” იწყება. კონფერენციის მონაწილეები სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს.
მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერებისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებენ. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევრო ატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.
კომენტარები
