ამ ფონზე, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები მხარს უჭერენ ამ ინიციატივას და სახალხო დამცველი მაინც ცდილობს ამ პროცესის დისკრედიტაციას ეს სრულიად გაუგებარია და კითხვებს აჩენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ისაუბრა.
„ამჯერად უკვე სახალხო დამცველს აღარ აქვს სწორი წარმოდგენა იმ პროცედურებზე, რა პროცედურებითაც მოხდება სახალხო დამცველის არჩევა და მეორე ის, რომ ამას განზრახ აკეთებს. თუ განზრახ აკეთებს ეს ძალიან ცუდია და გამოდის, რომ ამ პროცესის ხელოვნურად დისკრედიტაციას ცდილობს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
კომენტარები