მეფე ჩარლზ მესამემ შვილებს მოუწოდა, სამგლოვიარო დღეების ფონზე, საკუთარი დაპირისპირება გვერდზე გადადონ, ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. ჰარი და უილიამი გუშინ ერთად გამოჩნდნენ.
როგორც “დეილი მეილი” წერს, პრინცმა უილიამმა, მამასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, წერტილი დაესვა ძმასთან განხეთქილებისთვის და ჰარის სთხოვა, უინძორის სასახლესთან შეკრებილ ადამიანებთან ერთად გასულიყვნენ.
ჰარისთან და უილიამთან ერთად იყვნენ მეგან მარკლი და ქეით მიდლტონიც. “შესანიშნავი ოთხეული”, როგორც მათ გულშემატკივრები უწოდებენ, 40 წუთის განმავლობაში ათვალიერებდნენ დედოფლის ხსოვნის პატივსაცემად სასახლესთან მიტანილ ყვავილებს.
კომენტარები