უამინდობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს. ავიაკომპანია “ვიზეარის” საჰაერო ხომალდი, რომელიც მემინგენი-ქუთაისის ავიარეისს ასრულებდა, ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო, ქუთაისის ნაცვლად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ამასთან, გაუქმებულია სალონიკის დღევანდელი რეისი.
ავიარეისებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის „ფეისბუქის“ გვერდზეა გამოქვეყნებული, რომელის თანახმადაც, ბუდაპეშტიდან თვითმფრინავი ჩამოფრინდება 18 დეკემბერს, 05:50 საათზე და ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით გაემგზავრება 06:20 საათზე.
ვარშავას რეისი ჩამოფრინდება 18 დეკემბერს 06:10 საათზე და გაფრინდება 06:40 საათზე.
სოფიას მიმართულებით რეისი შესრულდება 14:30 საათზე.
კომენტარები