აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით არ ჩანს შშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან „დიდი ოცეულის” (G20) სამიტზე, ბალიზე, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრით დაინტერესება.
მისი თქმით, „რაც შეეხება ბალიზე შეხვედრას, მანამდე გარკვეული დრო გაივლის. ჯერ-ჯერობით ვერავითარ ინტერესს არ ვხედავ პუტინის მიმართ ჩვენი პრეზიდენტის მხრიდან“.
ნულანდის თქმით, თუ პუტინი ბალიზე ჩავიდა, დიდი ოცეულის, ლიდერებმა მას პირდაპირ უნდა უთხრან იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, რუსეთის მიერ ყველა შესაძლებელი პრინციპების დარღვევის შესახებ, რომლებიც აღწერილია დოკუმენტებში, რომლებსაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირმა მოაწერა ხელი. პუტინი გეგმავს „დიდი ოცეულის” სამიტზე ჩასვლას, რომელიც გაიმართება ბალიზე 15-16 ნოემბერს.
სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც. ინდონეზია, რომელიც ახლა „დიდი ოცეულის, მორიგე თავმჯდომარეა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიდა, არ მიეწვია პუტინი სამიტზე უკრაინაში შეჭრის გამო.