კიევი უკვე აღარ დათანხმდება იმ პირობებს, რომლებსაც ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთს თავად სთავაზობდა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. რეზნიკოვის თქმით, უკრაინა არ მიიღებს მოლაპარაკებების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციას და მოითხოვს დონბასისა და ყირიმის დეოკუპაციას
„ბელარუსსა და სტამბოლში მოლაპარაკებების დროს რუსებს ვეუბნებოდით, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ჯარი 23 თებერვლის პოზიციებზე დაებრუნებინათ. მაშინ ეს შესაძლებელი იყო. ეს უკვე შეუძლებელია. ვარიანტი „24 თებერვლამდე“ აღარ არსებობს. საუბარი იქნება 1991 წლის პირველ დეკემბრამდე პოზიციებზე“, – განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.
კომენტარები