პარტია „მოქალაქეების“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ ეროვნული თანხმობის თვალსაზრისით პრეზიდენტის ძალიახმევას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და ეს პროცესი რთულად მიმდინარეობს.
„ჩვენ ამ პროცესში ჩართული ვიყავით და მისი მხარდამჭერი ვართ, რადგან ლოგიკურად ალტერნატივა რა არის? – ეროვნული თანხმობა და დაპირისპირება, პოლარიზება და სიძულვილი, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, თანხმობა სჯობს. ეს პროცესი რთულად მიდის. რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს, ან რა იქნება ამის შემდეგ, არ ვიცი. დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა თანხმობაზე საუბარი არ არის. მაქვს განცდა, რომ პრეზიდენტს არ სურს, ხელი ჩაიქნიოს, რადგან მნიშვნელოვანი საქმეა და ამას შეეჭიდა“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილის თქმით, ამ პროცესს გულშემატკივრობს, მაგრამ სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ ეროვნული თანხმობა მიიღწევა.
„როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ ეშვება, არ უნდა აღიარება, რომ რთულია ეროვნული თანხმობა“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს.