„რამდენიმეკვირიანი ყოყმანის შემდეგ, გერმანიის მთავრობამ დააკმაყოფილა უკრაინის მოთხოვნა დამატებითი საარტილერიო იარაღის მიწოდების შესახებ“, – წერს Ukrinform-ი.
მედიასაშუალების ცნობთ, კიევმა ჰაუბიცების მიწოდება ივლისის შუა რიცხვებში ითხოვა. კერძოდ, უკრაინამ მოითხოვა 216 მილიონი ევროს ღირებულების RCH-155-ის 18 სისტემა, რომელიც სურს, კომპანია Krauss-Maffei Wegmann-ს (KMW) შეუკვეთოს.
გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, გერმანიის მთავრობა დათანხმდა იარაღის ექსპორტსა და დაფინანსებას.
უკრაინული წყაროების თანახმად, KMW-ს არ სურდა წარმოების დაწყება მანამ, სანამ გერმანიის მთავრობისგან არ იქნებოდა მკაფიო სიგნალი, რომ უკრაინაში იარაღის ექსპორტი შეიძლებოდა“, – წერს Ukrinform-ი.
კომენტარები