ჩინეთში ავტობუსი, რომელსაც კოვიდინფიცირებულები საკარანტინე სივრცეში გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 20 კი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა კვირას დილით მოხდა, მიზეზი უცნობია.
ჩინეთში ნულოვანი კოვიდის წესი არსებობს, რაც მასობრივ ტესტირებასა და მონიტორინგს გულისხმობს. კოვიდდადებითებსა და მათ ახლო კონტაქტებს სახლში იზოლაციის უფლება არ აქვთ, ისინი სპეციალურ დაწესებულებაში უნდა გადავიდნენ.
კომენტარები