აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვესტმინსტერის სასახლეში, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტი პანაშვიდზე პირველ ლედი ჯილ ბაიდენთან ერთად მივიდა და გარდაცვლილი მონარქის ხსოვნას პატივი მიაგო. ხვალ ბაიდენები სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად დედოფლის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
დღესვე ვესტმინსტერის სასახლეში პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
კომენტარები