პალესტინელმა ფერმერმა, რომელიც ღაზის სექტორში ცხოვრობს, ზეთისხილის ხის დარგვის დროს, მოზაიკური ბიზანტიური იატაკი აღმოაჩინა, – ამის შესახებ BBC წერს.
სალმან ალ-ნაბაჰინი ამბობს, რომ მიწას შვილთან ერთად თხრიდა, როდესაც რელიქვია აღმოაჩინეს. იატაკზე ცხოველებისა და ფრინველების ფერადი გამოსახულებებია. როგორც ფერმერი აცხადებს, ინტერნეტში მოძიების შემდეგ მიხვდა, რომ მოზაიკა ბიზანტიურ ეპოქას ეკუთვნოდა.
ექსპერტების თქმით, ეს ერთ-ერთი უდიდესი არქეოლოგიური საგანძურია, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ ღაზაში.
პალესტინის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროში აცხადებენ, რომ, გათხრების დასასრულებლად, ადგილზე საერთაშორისო ექსპერტები ჩაიყვანეს.
ღაზის სექტორი, ოდესღაც, არაერთი ცივილიზაციისთვის, დატვირთული სავაჭრო გზა იყო.
კომენტარები