დედოფლის კუბო ვესტმინსტერის სააბატოში დაასვენეს, მისთვის პატივის მისაგებად ტაძარში, 2000-მდე სტუმართან ერთად, სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით იმყოფება.
სამგლოვიარო ცერემონიალზე ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი ცალ-ცალკე მივიდნენ, თუმცა ტაძარში ოჯახის სხვა წევრებთან ერთად უსმენენ ლიტურგიას. მათთან იმყოფებიან მომავალი მეფის, უილიამის შვილები ჯორჯი და შარლოტა.
ბრიტანული მედია წერს, რომ მეგან მარკლს, დედოფლის პატივსაცემად, მისი ნაჩუქარი საყურე უკეთია.
კომენტარები