რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში ე.წ. რეფერენდუმი 23-27 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმი 23 სექტემბერს დაიწყება და 5 დღე გაგრძელდება“, – წერს ე.წ. რესპუბლიკის მთავრობა Telegram-ზე.
მიმდინარე წლის თებერვალში ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს საკუთარი სუვერენიტეტის თხოვნით მიმართეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაბამის ბრძანებებს 21 თებერვალს მოაწერა ხელი. მოგვიანებით უკრაინის სეპარატისტული რეგიონების „დამოუკიდებლობა“ აღიარეს სირიამ და ჩრდილოეთ კორეამ, ასევე საქართველოს ოკუპირებულმა რეგიონებმა – აფხაზეთმა და ცხინვალის რეგიონებმა.
კომენტარები