დაღესტანში ძმამ დას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, ინფორმაციას რუსული ტელეგრამ არხები ავრცელებენ. შემთხვევის დროს დაიჭრა მეზობელიც.
BAZA-ს ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ზაურ გასანოვი დასთან სტუმრად მივიდა, ქალი ქუჩაში შენიშნა და მას პისტოლეტიდან 6-ჯერ ესროლა. ხმაურზე სახლიდან მეზობელი გამოვიდა, რომელიც გასანოვმა დანით დაჭრა.
როგორც ირკვევა, მამაკაცს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ეჭვი, რომ მისი 40 წლის და, ზარემა გასანოვა მეზობელ მამაკაცს ხვდებოდა, თავდასხმის მიზეზად სწორედ ეჭვიანობა სახელდება.
ორივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
კომენტარები