“ნაწილობრივ მობილიზაციაზე” პუტინის გამოსვლის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის შეხვედრა გაუქმდა. ინფორმაციას Cyprus Mail კვიპროსის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. შეხვედრა დღეს უნდა გამართულიყო.
მთავრობის სპიკერმა რადიო CyBC-ს განუცხადა, რომ მიზეზი უკრაინაში განვითარებული მოვლენები და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინა დღეს გამოქვეყნებული განკარგულებები იყო.
მისივე თქმით, ევროკავშირიდან გაიგზავნა ინსტრუქციები რუსეთთან ყველა ორმხრივი კონტაქტის გაუქმების შესახებ.
გარდა ამისა, კვიპროსი სხვა ქვეყნებთან ერთად აპირებს მონაწილეობა მიიღოს რუსეთისთვის შესაბამისი ზომების დაწესებაში, ოკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში “რეფერენდუმების” ჩატარების პასუხად. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ-იორკში მსოფლიოს საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე სამიტის შემდეგ გააკეთა.