დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები უტევენ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანს, რომელიც რუსეთის ჯარებმა მაისში დაიკავეს. ლიმანი მდინარე სევერსკი დონეცის აღმოსავლეთში მდებარეობს.
ბრიტანული დაზვერვის ცნობითვე, ბოლო სამ დღეში, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში დაიკავეს პლაცდარმები მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ ნაპირზე, სადაც რუსეთი თავდაცვის ხაზის შექმნას ცდილობდა სექტემბრის დასაწყისში, ხარკოვის ოლქიდან უკან დახევის შემდეგ.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 23 September 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/Bot9jAVNWg
🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/KK1twWxR5k
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) September 23, 2022
კომენტარები