ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იმ ვალდებულებებზე, რომელიც მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე აიღო. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.
კომენტარები