Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
იტალიურ „ნაპოლიში“ გადასვლის პერიოდში, მისი საბაზრო ღირებულება 15 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. ფეხბურთელის ფასის დაახლოებით 133%-იანი ზრდა სწორედ „ნაპოლიში“ ტრანსფერის შემდეგ მიღწეულ წარმატებას უკავშირდება.
კომენტარები