ავსტრიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის 9 ფედერალურ რეგიონში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიხურება.
არჩევნებში 7 კანდიდატი მონაწილეობს. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსები მოქმედ პრეზიდენტს, 78 წლის ალექსანდერ ვან დერ ბელენს აქვს.
ავსტრიაში საპრეზიდენტო არჩევნები 6 წელიწადში ერთხელ იმართება. ავსტრიის პრეზიდენტი წარმომადგენლობით ფუნქციებს ასრულებს.
კომენტარები
