კრემლის აგრესიული პოლიტიკა დაგმო ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა.
“ჩვენ ბრიუსელში არ გვინდოდა დაჯერება, რომ ომი დაიწყებოდა. ამერიკელები გვაფრთხილებდნენ, რომ რუსეთი თავს დაესხმებოდა უკრაინას, ჩვენ კი არ ვუსმენდით მათ. ჩვენ ასევე ვერ ვიფიქრებდით, რომ უკრაინა იმდენად მტკიცე და წარმატებული წინააღმდეგობისთვის იყო მზად, როგორც ამას აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედრო დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა მათ გვაჩვენეს ის, რისი წარმოდგენაც ჩვენ არ შეგვეძლო. ისევე როგორც ვერ წარმოვიდგენდით პუტინის მზადყოფნას მსგავსი მასშტაბის ესკალაციისათვის, მასობრივი მობილიზაციისა და ბირთვული საფრთხის გამოცხადებისთვისთვის,”- აცხადებს ბორელი.
კომენტარები