ლუკაშენკო და პუტინი ჯარების ერთობლივი რეგიონალური დაჯგუფების განლაგების შესახებ შეთანხმდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა ბელარუსზე დარტყმას გეგმავდა.
“როგორც იყო გაცხადებული: ჩვენ ისე გავაკეთებთ, რომ ეს “ყირიმის ხიდი 2″ იქნება. ჩემი პასუხი მარტივი იყო: გადაეცით უკრაინის პრეზიდენტსა და სხვებს, ყირიმის ხიდი მონაგონი იქნება იმ შემთხვევაში თუ ისინი საკუთარი ბინძური ხელებით ჩვენი ტერიტორიების 1 მეტრსაც კი შეეხებიან,” – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
კომენტარები