უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ძებნაში გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით უყენებს – უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, რომელიც ჩადენილია ხელისუფლების წარმომადგენელი პირის მიერ.
აღნიშნული მუხლი ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე.
კომენტარები