როდესაც ვინმე საუბრობს, რომ მსგავსი ტიპის დიაგნოზი არ იკურნება საქართველოში, ამის შესახებ არ უნდა ისაუბროს არც პოლიტიკოსმა და არც უფლებადამცველმა, ამის შესახებ საუბარი შეუძლიათ ექიმებს და ჯანდაცვის სფეროს შესაბამის ექსპერტებს. ამის შესახებ კი საუბრობს ის ხალხი, რომელთაც ამ სფეროში არ აქვს შესაბამის გამოცდილება, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
„რაც შეეხება განცხადებას – შეიძლება თუ არა მწოლიარე მდგომარეობაში სასჯელის მოხდა, ეს ცოტა გაუგებარია, რადგან ჩვენ გვყავს სხვა პატიმრებიც, რომლებიც, მკურნალობენ როგორც მე-18 დაწესებულებაში, ასევე სხვა სამოქალაქო კლინიკებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მსჯავრდადებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში, ხოლო, თუ ამ პატიმარს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ეს დახმარებას მას ეწევა ან უშუალოდ სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, ან შესაბამის კლინიკაში“, – აღნიშნა მინისტრმა.
