ევროპის წარმომადგენლები უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ, თუმცა არა იმ მიდგომით, რაც მათ ახლა რუსეთის მიმართ აქვთ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, ევროპის ამჟამინდელი პოზიცია, რომელიც რუსეთის დამარცხების აუცილებლობაზე საუბრობს, მასთან დიალოგის წარმართვას შეუძლებელს ხდის.
„აქ ძალიან რთული მომენტია. ერთი მხრივ, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ. მაგრამ რაში გვაინტერესებს მათი იქ ყოფნა ასეთი მიდგომით? ეს უსარგებლოა. სწორედ ამიტომ არ არიან ისინი ახლა იქ“, – განაცხადა პესკოვმა.
კომენტარები
