ავტომობილში ჩართული უკრაინული მუსიკის გამო მოსკოვში მარტოხელა მრავალშვილიანი მამა 15 დღით დააპატიმრეს – ინფორმაციას რუსული მედია “დოჟდი” ავრცელებს.
მამაკაცს ჯარის დისკრედიტაცია და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა ედება ბრალად. პატიმრობის გარდა მარტოხელა მამა ასევე, 50 ათასი რუსული რუბლით დააჯარიმეს.
12 ოქტომბერს მარტოხელა მრავალშვილიანი მამა საგზაო პატრულის თანამშრომლებმა იმიტომ დააპატიმრეს, რომ ის საკუთარ მანქანაში უკრაინულ მუსიკას უსმენდა.
მარტოხელა მამას 4 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.
კომენტარები