ნაციონალური მოძრობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ენმ-ში მიმდინარე მოვლენები არ მოსწონს და არც პროცესებში ერევა. ამის შესახებ ნაყოფიამ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა.
“მიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში. აი, ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. რა თქმა უნდა, არ მოსწონს და მიაჩნია, რომ რა დროს ეგ არის. მიხეილ სააკაშვილს არასდროს მიაჩნდა, რომ… ჩვენი ენერგია, ძალა, ახლა უნდა იყოს მიმართული სხვა საკითხებთან მიმართებაში ანუ ჩვენ ახლა უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და არა ნაციონალური მოძრაობა…
ვიხილეთ, ცალკე ჩატარებული ბრიფინგი, რომლის შესახებაც არც მე, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ არაფერი ვიცოდი, ისევე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ არაფერი იცოდა. სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. მოდით, დაველოდოთ მოვლენებს… მე ბევრ ოფიციალურ ვერსიას ვისმენ, მაგრამ საქმე ცოტა სხვა რამეშია. სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა იჩქარეს”.- ამბობს ნაყოფია.
მისივე თქმით, არ მიაჩნია, რომ ნიკა მელიამ ამოწურა თავის თავი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.