ნოდარ ნათაძე ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. სიონის საკათედრო ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა სამოქალაქო პანაშვიდი. ადგილზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი, ნოდარ ნათაძე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომენტარები