უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინის ყოფილი მთავარი პროკურორი ირინა ვენედიქტოვა შვეიცარიაში ელჩის თანამდებობას დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ ვენედიქტოვა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან 2021 წლის 19 ივლისს გაათავისუფლა. მაშინ ზელენსკიმ თქვა, რომ ვენედიქტოვას თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებების დიდ რაოდენობას და ძალოვან უწყებებში რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების მუშაობის შესახებ გაჩენილ კითხვებს უკავშირდებოდა.
კომენტარები