ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ მენეჯმენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. რუხაძე აცხადებს, რომ საიფორმაციო გამოშვება “იმედსა” და “მაესტროზე” გავა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორ მოახერხებს ტელეკომპანია „მაესტრო“ საინფორმაციო გამოშვების ეთერში გაშვებას, როცა ჰოლდინგს ეკრძალება ეთერში ერთ საინფორმაციო გამოშვებაზე მეტის გაშვება:
„ეს კანონი იყო ”ანტიბადრიპატარკაციშვილის” კანონი, რათა ბადრის არ ჰქონოდა ერთზე მეტი ტელევიზია. ეს კანონი ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში იყოს 50-60 დაქუცმაცებული, გაუბედურებული პატარა ტელევიზია. ამ კანონში არ წერია ის, რომ ჰოლდინგს ერთი საინფორმაციო გამოშვება უნდა ჰქონდეს. ეს კანონი მე არ მიკრძალავს ამას და ჩვენ არ განვმარტავთ კანონს ამგვარად. კანონი ამბობს, რომ „მაესტრო“ და „იმედი“ შეიძლება იყოს ერთი ადამიანის მფლობელობაში და ორივეს ჰქონდეს საინფორმაციო გამოშვება. რაც შეეხება მარეგულირებელს, თუ ისინი სხვაგვარად ფიქრობენ, მათ შეუძლიათ გვიჩივლონ“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.