ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე გადაცემის წაყვანას აპირებს. როგორც მან დამატებით შეკითხვებზე “პრაიმტაიმს” უპასუხა, მოლაპარაკება ორ ტელეკომპანიასთან მიმდინარეობს:
“მე ყურადღებას არ ვაქცევ და არც მაინტერესებს რას ფიქრობენ “ნაციონალები”. მე ვიცი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამას აღფრთოვანებით შეხვდა. გადაწყვეტილია რომ წავიყვან პოლიტიკურ გადაცემას, რომელსაც ერქმევა “სხვათაშორის”. ამ ეტაპზე საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, რომელ არხზე გავა ეს გადაცემა. მოლაპარაკება მიდის ორ ტელეკომპანიასთან, მათ შორის “თბილისი24″-თან. გვარამიამაც დამითმოს 5 წუთი და მის ეთერშიც სიამოვნებით წავიყვან გადაცემას”, – ამბობს ლადო ბედუკაძე.
კომენტარები