ამერიკელმა მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ლტოლვილების საკითხში გაეროს უმაღლესი კომისრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯოლის ორგანიზაციასთან 2001 წლიდან თანამშრომლობდა. მსახიობმა 60-ზე მეტ მისიაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იემენსა და ბურკინა-ფასოში. ჯოლის განცხადებით, ის ჰუმანიტარულ საქმიანობას გააგრძელებს, თუმცა პირდაპირ ითანამშრომლებს ლტოლვილებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც მათ ეხმარებიან.
ჯოლი ლტოლვილების პრობლემებით ლარა კროფტის შესახებ პირველი ფილმის გადაღებების დროს დაინტერესდა, რომლებიც 2000 წელს კამბოჯაში მიმდინარეობდა.
კომენტარები