სანდრო ბაზაძემ კიდევ ერთ პრესტიჟულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველი მოფარიკავე ჩინეთში გამართული საერთაშორისო მასტერსის გამარჯვებული გახდა. ფინალში ბაზაძემ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი სიაო ლინი 15-3 დაამარცხა.
ბოლო ერთ თვეში, სანდრომ მეორე მასშტაბური შეჯიბრება მოიგო – ცოტა ხნის წინ მან ალჟირში გამართული მსოფლიო თასის ჩემპიონობა მოიპოვა.
კომენტარები
